თლილი ქვით და, მიუხედავად ქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.
საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად დეგ. ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხნის გეგმას, თუმცა მასზე მასშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ოშკის სიგრძე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია. ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით, რომელთაგან 15 წარწერა იკითხება. ისინი ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ტაძრის მშენებლებისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ.
ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი
No comments:
Post a Comment